Saturday, May 9, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო  ,,მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში".

   ამ კურსმა მასწავლა პროექტებით სწავლება, როგორ განვავითარო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვავითარო მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო ჩართულობა. 
    პროექტებით სწავლებამ მასწავლა დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება, რათა ყველა მოსწავლე იყოს ჩართული და გავითვალიწინოთ მათი მზაობა, ასევე მასწავლებლის ფასილიტაცია პროექტის მიმდინარეობის დროს,  მოსწავლეთა პროდუქტიულობის გაზრდისათვის და პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. 
     ასევე მასწავლა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნა, რათა გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები, მოსწავლეების მიერ ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. 

Sunday, May 3, 2015

მერვე დღე


მოცემული მოდული დამეხმარა, გამენალიზებინადამოუკიდებელი მსწავლელის, დიფერენცირებული სწავლების,  ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ: თვითრეგულაციაში, მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებაში, რათა ყველა იყოს ჩართული პროექტის მსვლელობისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლიგიები მოსწავლეთა პროდუქტულობის გაზრდისათვის და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

Saturday, May 2, 2015

მეშვიდე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.