Saturday, May 9, 2015

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო  ,,მათემატიკა ყოველდღიურ ცხოვრებაში".

   ამ კურსმა მასწავლა პროექტებით სწავლება, როგორ განვავითარო მოსწავლეებში 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, განვავითარო მოსწავლეებში მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გავზარდო ჩართულობა. 
    პროექტებით სწავლებამ მასწავლა დიფერენცირებული მიდგომის საჭიროება, რათა ყველა მოსწავლე იყოს ჩართული და გავითვალიწინოთ მათი მზაობა, ასევე მასწავლებლის ფასილიტაცია პროექტის მიმდინარეობის დროს,  მოსწავლეთა პროდუქტიულობის გაზრდისათვის და პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის. 
     ასევე მასწავლა მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების შექმნა, რათა გავითვალისწინო მოსწავლეთა შესაძლებლობები, მოსწავლეების მიერ ინტერნეტსაკომუნიკაციო საშუალებების გამოყენება. 

Sunday, May 3, 2015

მერვე დღე


მოცემული მოდული დამეხმარა, გამენალიზებინადამოუკიდებელი მსწავლელის, დიფერენცირებული სწავლების,  ფასილიტაციის როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ: თვითრეგულაციაში, მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებაში, რათა ყველა იყოს ჩართული პროექტის მსვლელობისას, როგორ გამოვიყენოთ ტექნოლიგიები მოსწავლეთა პროდუქტულობის გაზრდისათვის და სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესებისათვის.

Saturday, May 2, 2015

მეშვიდე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით, კერძოდ: როგორ შეიძლება გამოვიყენოთ რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები შინაარსის ათვისების, 21-ე საუკუნის და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებისათვის.

Sunday, April 26, 2015

მეექვსე დღე



მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

ეს მოდული დამეხმარა გამეაზრებინა, როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისა და შეფასებისთვის, კერძოდ გავითვალისწინოთ მოსწავლის შესაძლებლობები და საჭიროებები.

Saturday, April 25, 2015

მეხუთე დღე



ეს მოდული დამეხმარა, დაფფიქრებულიყავი, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე, კერძოდ, მასწავლა: გამოცდილების გაზიარება, სხვებისგან რჩევების მიღება, მოსწავლეთა უკუკავშირის გაკეთება, წერითი უნარ-ჩვევების განვითარება,  კვლევაზე მუშაობის დაწყება, ზუსტი ინფორმაციის მოძიება, საავტორო უფლებების დაცვა, ბუკმარკით სარგებლობა, ბლოგზე პრეზენტაციების ატვირთვა.

Sunday, April 19, 2015

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით: დავადგინო წინარე ცოდნა და საჭიროეობები, ვაწარმოო გაგების მონიტორინგი, განუვითარდეთ მეტაკოგნიტური შემეცნებითი უნარები, გავარკვიო როგორ პროგრესირებენ მოსწავლეები.

Saturday, April 18, 2015

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით:
 1. პროექტს მოვარგე მიზნები და ჩამავაყალიბე, დავგეგმე აქტივობები;
2.  მოტივაციაში, ცოდნის გააქტიურებაში, საკვანძო საკითხების გააზრებაში.